fbpx
საზოგადოება

წარმოუდგენელი შემთხვევა ღალატას სკოლაში: მაღალკლასელმა ბიჭმა თავისზე უმცროსს სიგარეტი დააწვა

ღალატას სკოლიდან ბულინგის საკმაოდ მძიმე შემთხვევები ვლინდება. გუშინ ცნობილი გახდა, რომ 13 წლის ბიჭს 25 წლის ბიჭების ჯგუფი აშანტაჟებდა, ემუქრებოდნენ, რომ მშობლებსა და ძმას დაუხოცავდნენ, თუ ფულს არ მისცემდა და ბოლოს სიმაღლიდან გადახტომაც კი აიძულეს, რის შედეგადაც მოზარდმა ფეხი მოიტეხა. სწორედ ამის შემდეგ აეხადა ფარდა ყველაფერს და ბიჭმა დედასთან მოჰყვა ყველაფრის შესახებ, რასაც იტანდა.

სამწუხაროდ, გამომჟღავნდა ბულინგის კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც ასევე მცირეწლოვანს ეხება. ირკვევა, რომ სკოლის ერთ-ერთმა მოსწავლემ სრულიად უმიზეზოდ თავისზე უმცროს ბიჭს სიგარეტი ზედ დააწვა.

მომხდარის შესახებ პოლიციას მოსწავლემ და მისმა მშობლებმა შეატყობინეს და გამოძიების შედეგად დამნაშავე გამოვლინდა.

ცნობილი გახდა, რომ დააკავეს არა მხოლოდ თავდამსხმელი მოზარდი, არამედ მისი მშობლებიც, რომელთაც არასრულწლოვნის მიმართ არასაკმარისი ზედამხედველობისა და ყურდაღების გამოჩენა ედებათ ბრალად.

onalem

ტესტ