fbpx
საზოგადოება

გაუარესებული ამინდი საბერძნეთში: 37 წლის მამაკაცი მეხის დაცემით გარდაიცვალა

გუშინდელი დღიდან საბერძნეთში ამინდი მკვეთრად გაუარესდა. ტემპერატურა კვლავ მაღალი რჩება, თუმცა, რამდენიმე რეგიონში დღის მანძილზე ძლიერი წვიმა, სეტყვა და ჭექა-ქუხილი შეინიშნება.

გავრცელებული ინფორმაციით, მეხი კონრინთიაში, კერძოდ, გურას ტერიტორიაზე ჩამოვარდა და მსხვერპლით დასრულდა.

გარდაცვლილია 37 წლის ბერძენი მამაკაცი, რომელსაც მეხი დაეცა.

არსებული ცნობებით, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, ადგილზე მისი სიკვდილი დადასტურდა.

onalem

ტესტ