fbpx
საზოგადოება

“დედას არ უთხრათ, მაგრამ იგივეს გავაკეთებდი” – 19 წლის ბიჭი, რომელსაც მეგობრის დაცვის გამო 9 ჭრილობა მიაყენეს

19 წლის ბერძენი ბიჭი 11 დღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ სახლში გაწერეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია, მიუხედავად იმისა, რომ მას საკუთარ სახლთან სრულიად უცნობმა პირებმა დანით 9 ჭრილობა მიაყენეს. ამ დროს ის თავისი ასაკით პატარა მეგობრის დაცვას ცდილობდა. ინციდენტი კალითეაში მოხდა.

“სიკვდილთან ძალიან ახლოს ვიყავი. სიმართლე კი ის არის, რომ აქედან ბევრი რამ მივიღე. ეს გავაკეთე, რათა ჩემი მეგობრები დამეცვა. ძალიან უცნაურია, რომ შენს სახლთან დანით გჭრიან. ვფიქრობ, რომ ყველას უნდა შეეძლოს თავისუფალი გადაადგილება, შიშის გარეშე. როგორ შეიძლება ვინმემ წამართვას თავისუფლება?! ეს როგორ ხდება?!” – ამბობს ის.

ბიჭმა კითხვაზე, გააკეთებდა თუ არა იგივეს, უპასუხა: “დედას არ უთხრათ, მაგრამ იგივეს გავაკეთებდი. არ ვნანობ. მადლობა პერსონალს და ყველას, რომ აქედან ცოცხალი გამოვედი.”

19 წლის ბიჭი კალითეაში 7 ივნისს დაჭრეს. ის თავის მეგობრებთან ერთად მიდიოდა, როდესაც სრულიად უცნობი ბიჭები წამოეწივნენ და გაურკვეველ რაღაცებს ეუბნებოდნენ. შემდეგ მიუახლოვდნენ და ერთ-ერთმა დანა ამოიღა. ამის დანახვაზე კი 19 წლის ახალაგზრდამ მისთვს დანის წართმევა სცადა, რადგან არ უნდოდა თავისი მეგობრებისთვის რაიმე ზიანი მიეყენებინათ. შედეგად კი თავად აღმოჩნდა სისხლის გუბეში. მას ცივი იარაღი 9-ჯერ ჩაარტყეს.

დამნაშავე ჯერ კიდევ თავისუფალია.

onalem

ტესტ