fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 21.000 ევროიანი ჯარიმა კაფეს მფლობელს, სადაც მისი ცოლი “უკანონოდ” ასუფთავებდა კარტოფილს

შემთხვევა თესპროტიაში მოხდა, სადაც ერთ-ერთ კაფეში ორი პოლიციელი და ორი კონტროლიორი შევიდა, თუმცა, ცხადია, ისინი თავს კლიენტებად ასაღებდნენ.

ბერძნულ მედიასთან კაფეს მფლობელის მამა საუბრობს, რომელიც სოფლის მოძღვარია. მამა გიორგოსი ამბობს, რომ ოთხი მამაკაცი კვირას ღამით იქაურობას ესტუმრა და როგორც ჩვეულებრივი კლიენტები, ისე გამოიყურებოდნენ.

როდესაც ისინი კაფეში შევიდნენ, მფლობელის სიდედრმა მაგიდა გააწყო, თუმცა, ქალი რამდენიმე წუთით ადრე სხვა მაგიდასთან მიირთმევდა. ეს კი კონტროლიორების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, რის გამოც მათ თქვეს, რომ შემოწმებაზე იყვნენ მისულები და სამზარეულოში შესვლაც სურდათ.

იქ საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებმა მეორე “დარღვევა” აღმოაჩინეს, დაინახეს, რომ მფლობელის ცოლი კარტოფილს ასუფთავებდა.

ამ ყველაფრიდან რამდენიმე წუთში კაფე 21.000 ევროთი დააჯარიმეს, ორი “უკანონოდ” მომუშავე თანამშრომლის გამო, თითო ადამიანზე 10.500 ევრო. ვინაიდან ისინი არ არიან ოფიციალურად გაფორმებულები.

მამა გიორგოსი ამბობს, რომ მისი ვაჟის მეუღლე და ქალის დედა კაფეში არ მუშაობენ. ისინი, უბრალოდ, ხშირად სტუმრობენ იქაურობას და ხანდახან ეხმარებიან ოჯახს. ამას გარდა, მის მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც, ცდილობს, რომ ყურადღება გადაიტანოს.

“გუშინ ტრადიციული წვეულება გვქონდა, 30-50 ბავშვით, ისინი მთელი სოფლიდან იყვნენ და თეფშები თავად მიჰქონდათ სამზარეულოში. კონტროლისთვის მაშინ რომ მოსულიყვნენ, თითოეული მათგანის გამო ჯარიმა უნდა გამოეწერათ?! ჩემს ვაჟს არ აქვს 21.000 ევრო, რომ ჯარიმა გადაიხადოს. მაშინ ბიზნესი უნდა დაკეტოს და იოანინაში მანქანების სამრეცხაოში სამუშაოდ წავიდეს. გვესმის, რომ არსებობს კანონები, მაგრამ არ შეიძლება სოფლის კაფეში მსგავსი კრიტერიუმებით შეფასება, როგორც ამას მიკონოსზე მდებარე ბიზნეს დაწესებულებებში აკეთებენ.”

ოჯახი სასამართლოში ჩივილს აპირებს.

 

onalem

ტესტ