fbpx
საბერძნეთი

კვირის ბოლოდან ნამდვილი შემოდგომა მოდის – საბერძნეთში ამინდი იცვლება, მოსალოდნელია ნალექი

მას შემდეგ, რაც სინოპტიკოსებმა ოქტომბრის თვე აგვისტოს შეადარეს, პროგნოზირებენ, რომ კვირის ბოლოდან ამინდი იცვლება და როგორც იქნა, ნამდვილი შემოდგომა დგება.

როგორც ირკვევა, მზიანი ამინდი შაბათს “დაგვტოვებს” და მოსალოდნელია შემოდგომის შესაფერისი ამინდის დადგომა, ნალექი და ტემპერატურის გარკვეული ვარდნა. სინოპტიკოსების ვარაუდით, ნოემბრის პირველი 15 დღის მანძილზე შესაძლოა წვიმა ხშირად არ იყოს, მაგრამ კლიმატური ფენომენების ფონზე, რაც გასულ პერიოდში გვქონდა, მაინც საჭიროა ყურადღებისა და მზადყოფნის გამოჩენა, მოსახლეობის მხრიდან.

საბერძნეთის ზოგიერთ რეგიონში ამინდი ჯერ კიდევ ხუთშაბათს გაუარესდება, თუმცა, სტაბილურად, ძლიერი ფენომენი გვექნება კვირა დღეს, როდესაც უხვი ნალექი მოვა, ამას მოჰყვება ჭექა-ქუხილი და ქარი.

მიუხედავად ნალექისა, სუსხი არ არის მოსალოდნელი, აღმოსავლეთ და სამხრეთ საბერძნეთში სერიოზული ცვლილებები საერთოდ არ დაფიქსირდება.

როგორც ჩანს, ათენში მოსალოდნელია 25-დან 26 გრადუსამდე მთელი კვირის მანძილზე, ხოლო უქმეებზე მცირე ნალექი გველის.

onalem

ტესტ