fbpx
საბერძნეთი

უსაბუთო ემიგრანტებით სავსე მანქანის ავარია თესალონიკში – არის მსხვერპლი

ბერძნული მედიის ინფორმაციით, თესალონიკში ფურგონის ტიპის მანქანა გზიდან გადავიდა და ავარია მოხდა, რომელსაც, სამწუხაროდ, მსხვერპლი მოჰყვა.

ავარიის ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ადგილზე მობილიზებულმა მაშველებმა მანქანის მძღოლი გარდაცვლილი ამოიყვანეს, ხოლო უცხო ქვეყნის დანარჩენი მოქალაქეები იპოკრატიოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, დაზიანებების გამო.

გარდაცვლილის იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება, უცნობია მისი ვინაობა და წარმოშობა.

პოლიციას აქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს იყო არალეგალი ემიგრანტების საბერძნეთში შემოყვანის მცდელობა.

onalem

ტესტ