fbpx
საზოგადოება

“არც აიცრა და არც ექიმის მკურნალობას მიჰყვა, გარდაცვლილი შემოიყვანეს” – ტრიკალაში კორონავირუსს 34 წლის ქალი ემსხვერპლა

ტრიკალადან ტრაგიკული და ამავე დროს უცნაური ამბის შესახებ ვრცელება ინფორმაცია. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება მაინც, თუკი ვაქცინაციაზე უარს აცხადებთ.

საუბარია 34 წლის ქალზე, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, მაგრამ არა საავადმყოფოში, მართვით სუნთქვაზე მყოფი, არამედ უმძიმესი დღეების უმეტესობა სახლის პირობებში გაატარა და ჰოსპიტალიზაციისას უკვე უგონო მდგომარეობაში იყო. როგორც ექიმები ამბობენ, ადგილზე გარდაცვლილი მიიყვანეს.

ქალის და ჰყვება, რომ ის კორონავირუსით დაინფიცირდა და რამდენიმე ხანში კერძო ექიმს ეწვია. მან კონკრეტული დანიშნულება მისცა, რომ მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებოდა, მაგრამ მკურნალობა არ შეასრულა და ექიმის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა. არც ვაქცინა ჰქონდა მიღებული.

სამედიცინო პერსონალი ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალი უკვე გარდაცვლილი შეიყვანეს, თუმცა, მაინც იყო მისი გონზე მოყვანის მცდელობა. მიუხედავად ექიმების ძალისხმევისა, სამწუხაროდ, ძალიან იყო დაგვიანებული სამედიცინო ჩარევა.

onalem

ტესტ