fbpx
საზოგადოება

ბერძენი მღვდლის დაკრძალვაზე 2.000 ადამიანი შეიკრიბა – საგანგაშო მდგომარეობა დრამაში

გავრცელებული ინფორმაციით, დრამაში სასულიერო პირის დაკრძალვა გაიმართა, სადაც 2.000 ადამიანი მივიდა. ჯანდაცვის სამინისტრო ამ ფაქტით შეშფოთებულია და ადგილზე შექმნილია საგანგებო მდგომარეობა, დაგეგმილია მასობრივი ტესტირება კორონავირუსზე.

ირკვევა, რომ გარდაიცვალა მოძღვარი, არისტიდი პაპადოპულო, რომელიც ძალიან უყვარდათ როგორც თავის სოფელ მიკროპოლიში, არამედ მახლობლად მდებარე სოფლებშიც, სწორედ ამიტომ 2.000-მდე ადამიანი მივიდა დაკრძალვაზე.

ვარაუდობენ, რომ ამ ფაქტმა შესაძლოა დრამაში მდგომარეობა კრიტიკული გახადოს და კორონავირუსი მასშტაბურად გავრცელდეს, მითუმეტეს რომ საუბარია სხვადასხვა სოფლებში მაცხოვრებლებზე.

სწრაფი ტესტები ჩატარდა გუშინაც, თუმცა, დაგეგმილია მომდევნო კვირისთვისაც, რათა მოხდეს მასობრივი ტესტირება.

onalem

ტესტ