fbpx
საბერძნეთი

დიდი დაბნეულობა საბერძნეთში: ექსპერტები სოტირის ციოდრას წინა პლანზე გამოსვლას ითხოვენ

მას შემდეგ, რაც ანასტასია კოტანიდუმ აღიარა, რომ საბერძნეთის ექსპერტთა საბჭო უკვე არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს, ქვეყანაში უნდობლობა გაჩნდა და შესაბამისად, ვითარება დაიძაბა. პროფესორი, მანოლის დერმიძაკისი ამბობს, რომ აუცილებელია წინა პლანზე ისევ გამოვიდეს სოტირის ციოდრასი, რადგან ის არის ადამიანი, რომელსაც ხალხი ყველაზე მეტად ენდობა.

“ექსპერტთა კომიტეტი შედგება 30-40 ადამიანისგან, რომელთაც განსხვავებული აზრი აქვთ. პირველ ეტაპზე გადაწყვეტილებების მიღება ძალიან მარტივია, საუბარია მხოლოდ დაკეტვაზე, მაგრამ შემდეგ უკვე, როცა გახსნაზე ვსაუბრობთ, მდგომარეობა რთულდება. 

დადგა დრო, როცა უნდა ვთქვათ, რომ ექსპერტთა კომიტეტი ძალიან დაღლილია, ამიტომ პროფესორთა რაოდენობა უნდა შემცირდეს 5-მდე და არ უნდა იყოს 30 ადამიანი, ერთსა და იმავე საკითხზე სხვადასხვა აზრით, რადგან ამას დაბნეულობამდე და არასწორ გადაწყვეტილებებამდე მივყავართ,” ამბობს დერმიძაკისი.

ამრიგად, პროფესორთა მოთხოვნაა, რომ სოტირის ციოდრასმა კვლავ საკუთარ თავზე აიღოს საზოგადოებასთან კომუნიკაცია, რადგან როგორც ჩანს, სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის გარკვეული ბარიერი აღიმართა, მიღებულ ზომებს კი შედეგები აღარ მოაქვს.

onalem

ტესტ