fbpx
საბერძნეთი

“ხალხს სახლებში ყოფნა აღარ შეუძლია, გახსენით მაღაზიები და გააკონტროლეთ SMS” – მატინა პაგონი

ცნობილმა პროფრსორმა და ექიმმა, მატინა პაგონიმ ტელეკომპანია Mega-სთან ისაუბრა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ ხალხი კარანტინს უკვე ვეღარ უძლებს და აღნიშნული მდგომარეობა აბსოლუტურად აუტანელი გახდა.

“ვირუსი არსად წასულა. ის აქ არის და იქნება, უბრალოდ, ვაქცინას გავიკეთებთ და ვითარება შეიცვლება. მიღებული ზომები უნდა იყოს კომბინაციაში გართობასთან. სუფთა ორშაბათი არ ნიშნავს, რომ არ გავერთობით, უბრალოდ, არ უნდა წავიდეთ ფილოპაპუზე. მოდით, გავერთოთ სახლებში, ჩვენს ოჯახთან და იმ ადამიანებთან ერთად, რომლებთანაც გვაქვს კონტაქტი ისედაც. ფრანის გაშვება შეიძლება სადმე მთიდან, სადაც მოშორებით იქნებით. ხალხი პარკებში არ უნდა შეიკრიბოს, ისე, როგორც ყოველთვის ხდებოდა. 

17 მარტის შემდეგ ვნახავთ, რომ ინფიცირების შემთხვევები დაეცემა. ამიტომ, უნდა გაიხსნას სკოლები და მაღაზიები, ხალხს სახლებში ყოფნა აღარ შეუძლია. უნდა მოხდეს გახსნა და გაკონტროლდეს SMS უფრო მეტად. შეუძლებელია ადამიანები ამდენ ხანს სახლებში იყვნენ ჩაკეტილები. ვხედავთ, თუ სადამდე მივიდა ეკონომიკა. ჩაკეტილობის გამო ხალხი იკრიბება სკვერებსა და პარკებში და დისტანციების გარეშე სხედან, სვამენ ყავას, რომ განიტვირთონ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხალხს აღარ შეუძლია სახლებში ყოფნა,” ამბობს მატინა პაგონი.

onalem

ტესტ