fbpx
საზოგადოება

“ჩაიტარეთ გამოკვლევები, ნუ დააყოვნებთ!” – კოსტას ბაკოაინი დედის დიაგნოზის შემდეგ

როგორც უკვე ცნობილია, დორა ბაკოიანის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, კერძოდ, მრავლობითი მიელომა.

კოსტას ბაკოიანი აღნიშნულს გამოეხმაურა და სოციალური ქსელის საშუალებით, საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“სიტყვები არ მყოფნის, რომ მადლობა გადაგიხადოთ იმ მხარში დგომისა და სიყვარულისთვის, რომელსაც დღეს თქვენგან ვიღებთ. სიყვარული ხსნაა. დედაჩემი ამას ახლა გადაჭარბებული რაოდენობით იღებს. მას ბევრი რამ აქვს გადატანილი, მაგრამ ყველაზე ძლიერი ადამიანია, ვისაც კი ვიცნობ. ის ნამდვილი კლდეა. 

მხოლოდ ერთი სიტყვით მინდა მოგმართოთ ყველას: ჩაიტარეთ გამოკვლევები, ნუ დააყოვნებთ, ადრეულ დიაგნოზს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია,” წერს ათენის მერი.

onalem

ტესტ