fbpx
საზოგადოება

ბერძენ მასწავლებელს 5 დღეა მანქანაში სძინავს, რადგან საქირავებლად სახლს ვერ პოულობს

მასწავლებელი ქალის შესახებ ჟურნალისტი წერს, რომელიც მის დედას გაესაუბრა. ქალმა თავად გამოიჩინა ინიციატივა, რომ შვილის შესახებ ესაუბრა, რათა ხაზი გაესვა იმ ეკონომიკური მდგომარეობისთვის, რომელშიც იმყოფებიან:

“ჩემი შვილები, ფაქტობრივად, ჩემთან არ მყავს. ბიჭი საზღვარგარეთ წავიდა, უკეთესი მომავლისთვის. ჩემი გოგონა კი გაცილებით ცუდ მდგომარეობაშია. ის უკვე 8 წელია მასწავლებელია და თავისი საქმის პროფესიონალია. ძალიან უყვარს ის, რასაც აკეთებს, მაგრამ სათანადო დაფასება არ აქვს. 

მისი გასავალი გაცილებით მეტია, ვიდრე შემოსავალი და ამის გამო ვერ პოულობს სახლს, რომ იქირაოს. ძირითადად გაქირავებულია ან ისეთი ფასები აქვს, რასაც ვერ შესწვდება. მაგრამ მხოლოდ ქირა ხომ არ არის…სხვადასხვა ადგილებში უწევს მუშაობა. ამიტომ სძინავს მანქანაში, სადაც საწოლი აქვს მოწყობილი. უკვე ხუთი დღეა ასეა…

შვილების გარეშე ვარ… როგორც ვხედავ, ჩემი ბიჭი დაბრუნებას არ აპირებს. ჩემი გოგო კი მთელი ქვეყნის მასშტაბით დადის და ვერსად დაიმკვიდრა თავი.”

onalem

ტესტ