fbpx
საზოგადოება

ოჯახს როტვეილერის უკან დაბრუნება სურს, რომელმაც 2 თვის ბავშვი დაგლიჯა

როტვეილერი, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ ორი თვის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა, ამ დრომდე საბერძნეთის ცხოველთა ასოციაციაში რჩება. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახმა სურვილი გამოთქვა, რომ ძაღლი უკან დაიბრუნოს.

ასოციაციის თანამშრომლები იუწყებიან, რომ მთელი იმ პერიოდის მანძილზე, რაც როტვეილერმა იქ გაატარა, არცერთხელ არ გამოუვლენია აგრესიული ქცევა.

როგორც ბავშვის მამა იუწყება, ძაღლი 2011 წლიდან ჰყავდათ და ბავშვებთან ყოველთვის მეგობრული იყო. ოჯახის წევრად თვლიდნენ და ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო.

ძაღლის ბედი რამდენიმე დღეში გადაწყდება, თუმცა, ოჯახი აღნიშნავს, რომ დაბრუნების შემთხვევაში ძაღლი მათ სახლში არ იცხოვრებს, არამედ ნათესავთან გადაიყვანენ.

onalem

ტესტ