fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: დასატენად შეერთებული ტელეფონიდან სახლში ხანძარი გაჩნდა

ბერძენმა ქალმა მხოლოდ იმიტომ, რომ ტელეფონის დატენვა უნდოდა, კინაღამ მთელი სახლი დაკარგა. ინციდენტი დღეს დილით, დაახლოებით 10:00 საათზე მოხდა.

ლამიაში, მოხუცმა ქალმა ტელეფონი დასატენად საკუთარი საწოლის გვერდით შეაერთა და რამდენიმე წუთში სახლში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი გადაედო წიგნებსა და სხვა ნივთებს და კვამლმაც გავრცელება დაიწყო.

საბედნიეროდ, ქალი გარეთ დროულად გამოვიდა და უვნებელი გადარჩა, ადგილზე კი სახანძრო სამსახური მობილიზდა.

იხილეთ ფოტოები:

onalem

ტესტ