fbpx
საბერძნეთი

დიდი ფასდაკლებები საბერძნეთის მაღაზიებში – როგორ გაიხსნება 18 იანვარს ისინი?!

საბერძნეთში ზამთრის დიდი ფასდაკლებები გუშინ, 11 იანვარს დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიები დაკეტილი რჩება.

ტელეკომპანია ANT-თან საუბრისას, მომხმარებელთა უფლებების დაცვის გენერალური მდივანი, პანაიოტის სტაბულიდი აცხადებს, რომ მათ მთავრობისგან უკვე აქვთ შეთავაზება, რომ მუშაობა დაიწყონ 18 იანვარს ანუ მომდევნო ორშაბათს.

მეთოდი, რომლითაც ისინი იმუშავებენ, სავარაუდოდ, იქნება Click In Shop ანუ მაღაზიაში შესვლა და პროდუქტის ასე შეძენა, მხოლოდ წინასწარ დანიშნული ვიზიტის ფარგლებში.

საბოლოო გადაწყვეტილებებს, ცხადია, ექსპერტთა საბჭო პარასკევს მიიღებს, ხოლო 18:00 საათზე ნიკოს ხარდალიასი გააკეთებს განცხადებას, როგორ გაიხსნება მაღაზიები. ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდმდგომარეობაზე.

onalem

ტესტ