fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს – სიცივის ძლიერი ტალღა და თოვლი

საბერძნეთის მუნიციპალიტეტები ამინდის მკვეთრი გაუარესებისთვის ემზადებიან. როგორც უკვე ცნობილია, ქვეყანაში ცივი ჰაერის მასების შემოჭრაა მოსალოდნელი, რასაც თან სდევს ძლიერი ქარი, ნალექი, როგორც წვიმის, ასევე თოვლის სახით.

სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ავრცელებს გაფრთხილებას, რომლის მიხედვითაც მოსახლეობამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს მომდევნო დღეებში.

“სამშაბათს საბერძნეთის უმეტეს ნაწილში ამინდი იქნება საკმაოდ არასტაბილური. იონიის კუნძულებზე მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექით. ნალექი მოსალოდნელია ატიკის რეგიონშიც, თუმცა, ჰაერი ჯერჯერობით 18 გრადუსამდე გათბება. 

ოთხშაბათს დაფიქსირდება თოვა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, თუმცა, დიდხანს არ შენარჩუნდება. დღეს ამინდი მეტ-ნაკლებად “რბილი” იქნება, პერიოდული წვიმებით.

რაც შეეხება ხუთშაბათს, საღამოს საათებში ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება და ჩრდილოეთ საბერძნეთში თოვლის დიდი რაოდენობა მოვა. ითოვებს მაკედონიისა და თრაკის ტერიტორიებზე და ფანტელებს ვიხილავთ ატიკის ჩრდილოეთ ნაწილშიც კი. ამის დაზუსტებით თქმა ჯერჯერობით შეუძლებელია, მაგრამ მომდევნო 24 საათში გვექნება ზუსტი სურათი, ითოვებს თუ არა ათენში.

შაბათ-კვირას ტემპერატურა განსაკუთრებით დაეცემა და რამდენიმე რეგიონში ვიხილავთ -7 ან -8 გრადუსამდე ყინვას,” აცხადებენ სინოპტიკოსები.

 

onalem

ტესტ