fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! რა ზომები რჩება ძალაში საბერძნეთში 25 იანვრიდან, საჭირო იქნება თუ არა კვლავ SMS-ს გაგზავნა?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ექსპერტთა საბჭომ მთავრობას სკოლების გახსნის რეკომენდაცია უკვე მისცა. 1 თებერვალს მოსალოდნელია, რომ დანარჩენი კლასების მოსწავლეები მერხებს დაუბრუნდნენ.

რაც შეეხება კითხვას, მოიხსნება თუ არა 25 იანვრიდან გადაადგილებაზე აკრძალვა ანუ SMS, პასუხი ასეთია: მთავრობის მიერ ინფორმაციის ოფიციალურად გავრცელებამდე, გადაადგილებაზე აკრძალვა არ იხსნება და დარჩება ძალაში ყველა ის კოდი, რომელიც აქამდე ფუნქციონირებდა.

ცხადია, მაღაზიები მუშაობას გააგრძელებენ 25 იანვრის შემდეგაც, ვინაიდან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამის საშუალებას ჯერჯერობით იძლევა.

ამრიგად, სახლიდან გასვლის შემთხვევაში კვლავ ვაგზავნით SMS-ს, იმ კოდის შესაბამისად, რა მიზეზითაც გავდივართ გარეთ.

შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს მაღაზიები და სუპერმარკეტები ღია იქნება.

დღეს 18:00 საათზე ჯანდაცვისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები ახალი გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრებენ.

onalem

ტესტ