fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის მთავრობა სტრატეგიას ცვლის – ყოველ პარასკევს ცვლილებები ზომებთან დაკავშირებით

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობა, პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, სტრატეგიას ცვლის. როგორც უკვე ცნობილია, მომდევნო თვეები კრიტიკულად მიიჩნევა, გამომდინარე აქედან, საჭირო გახდა ექსპერტთა საბჭოს უფრო ხშირი შეხვედრა.

როგორც პროფესორთა ნაწილი ამბობს, კორონავირუსის მესამე ტალღა გარდაუვალია და სწორედ ამიტომ, ყოველ პარასკევს ექსპერტთა საბჭო ოფიციალურ შეხვედრას გამართავს, ხოლო საღამოს, 18:00 საათზე, ნიკოს ხარდალიასის მიერ გავრცელდება ინფორმაცია, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

აქამდე მსგავსი შეხვედრები გაცილებით იშვითად დგებოდა, თუმცა, ახლა ყოველ პარასკევს ცნობილი გახდება ახალი ზომების ან პირიქით, ზომების შემსუბუქების შესახებ.

ცხადია, შესაძლოა იყოს შემთხვევები, როდესაც მკვეთრი ცვლილებები არ დაფიქსირდება.

შეგახსენებთ, რომ კარანტინის პირობები მოქმედებს 18 იანვრამდე, თუმცა, შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს, რადგან ექსპერტები ფიქრობენ, რომ სადღესასწაულო პერიოდის შედეგები პანდემიის კურსს ჯერ კიდევ არ დასტყობია.

 

 

onalem

ტესტ