fbpx
საბერძნეთი

13 და 14 ივლისის ტემპერატურის ექსტრემალური მატება – ათენში ვითარება რისკების მე-3 დონეზე იქნება

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურისა და კრიზისების მართვის სამინისტროს თანამშრომლობის საფუძველზე ვრცელდება ინფორმაცია, თუ რისკების რომელ დონეებზე იქნება საბერძნეთის რეგიონები ხვალ და ზეგ, როდესაც ტემპერატურა მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწევს. როგორც არნიშნავენ, ვითარება განსაკუთრებით კრიტიკული იქნება ხანძრების გაჩენის თვალსაზრისით.

როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, ყველაზე ცხელი დღეები იქნება 13 და 14 ივლისს, როდესაც მოსალოდნელია 43-45 გრადუსი. ერთი შეხედვით, საბერძნეთისთვის ასეთი ტემპერატურა გასაკვირი სულაც არ არის, მაგრამ მეტეოროლოგები აღნიშნავენ, რომ განსხვავება იქნება თავად სიცხის ინტენსივობისა და გრძელვადიანობის მხრივ.

“ჩვენ ველოდებით ტემპერატურას, რომელიც რისკებს მე-3 დონეზე ასწევს, ეს დონე კი, ნიშნავს, რომ ტემპერატურა ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. მაგალითისთვის ათენში იქნება მე-3 დონე, თესალონიკსა და ლარისაში მე-2 დონე, ხოლო პატრაში 1-ლი დონე, ანუ შედარებით ნაკლებად სახიფათო. საუბარია ხუთშაბათსა და პარასკევზე, 13 და 14 ივლისზე,” აცხადებენ მეტეოროლოგები.

onalem

ტესტ