fbpx
საზოგადოება

უკვე მეორედ Survivor-ის გამარჯვებული საკის კაცული გახდა – 100.000 ევრო კიდევ ერთხელ მის ხელშია

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეალითი შოუს, Survivor-ის გამარჯვებული, უკვე მეორედ, საკის კაცული გახდა! გარდა იმისა, რომ აღნიშნულ შოუში მონაწილეობისთვის ყოველ კვირას თითოეული მონაწილე ათასობით ევროს იღებდა, საკის კაცულის მთავარი ჯილდო, 100.000 ევროს ოდენობით, უკვე მეორედ გადაეცა.

მეორე ფავორიტმა ფინალისტმა, ნიკოს ბარძიმ, მეორე ადგილი დაიკავა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა და საზოგადოების დიდ ნაწილს სურდა, რომ სწორედ მას დაემსახურებინა Survivor-ის ტიტული, ბარძი “თამაშგარე” მდგომარეოაბში დარჩა.

“სიტყვები არ მყოფნის, მაგრამ ყველას მხოლოდ ერთ რამეს ვეტყოდი: გიყვარდეთ და იყავით გულწრფელები. ძალიან რთული თვეები გამოვიარეთ, ვისაც გსურთ, რომ მონაწილეობა მიიღოთ, აუცილებლად გადადგით ეს ნაბიჯი, Survivor თქვენს ცხოვრებას შეცვლის. აქ ბევრი რამ ვისწავლეთ, ხალხის სიყვარული კი, არის სწორედ ის დიდებული რამ, რის გარეშეც ახლა აქ არ ვიქნებოდი,” განაცხადა კაცულიმ.

onalem

ტესტ