fbpx
კატეგორიის გარეშე

ხრისტიდუ-მარანტინი სასამართლოში: 12 თვიანი სასჯელი მომღერალს, ბავშვების ალიმენტის გადაუხდელობის გამო

დღეს დილით ცნობილი ტელეწამყვანი, სისი ხრისტიდუ და ასევე ცნობილი მომღერალი, თოდორის მარანტინი სასამართლოში გამოჩნდნენ. როგორც ირკვევა, ყოფილ ცოლ-ქმარს შორის არსებობდა უთანხმოება ბავშვების რჩენასთან დაკავშირებით, რომელიც ვერ მოგვარდა საუბრის დონეზე და ხრისტიდუმ გადაწყვიტა, რომ სასამართლოში შეეტანა სარჩელი.

არსებული ინფორმაციით, მარანტინი ბავშვებს არ უხდიდა ალიმენტს, რომელიც დაკისრებული ჰქონდა და აქედან გამომდინარე ის დამნაშავედ სცნეს – მომღერალს 12 თვიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა.

სასამართლოსთან იმყოფებოდნენ მათი ახლობლებიც, ხრისტიდუმ განაცხადა, რომ რაიმე კომენტარის გაკეთება არ სურდა აღნიშნულთან დაკავშირებით, ხოლო მარანტინი მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. მისი თქმით, უნდა, რომ ბავშვებისთვის განსაზღვრული თანხა გადაიხადოს, მაგრამ არ უნდოდა, რომ ამ თემას ამხელა მასშტაბები მიეღო.

onalem

ტესტ