fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთი თავის დასაქმებულებს იცავს, ამერიკა კი სამსახურიდან ყრის” – Washington Post

Washington Post-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც საბერძნეთი მოყვანილია, როგორც კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ იცავს სახელმწიფო საკუთარ დასაქმებულებს. ამერიკული გაზეთი წერს, რომ საბერძნეთი მაქსიმალურად უჭერს მხარს უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს, პანდემიის პერიოდში და მათაც კი, ვისაც, კარანტინის გამო, შემოსავლები შეუმცირდა.

როგორც ერთ-ერთი რესპოდენტი, 45 წლის ევანგელოს კოსტაკოსი ინტერვიუში ამბობს, ის ტურიზმის სფეროში, ათენის ცენტრში მდებარე სასტუმროში მუშაობს და როდესაც ჯერ კიდევ 1 წლის წინ ყველაფერი დაიკეტა, სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდნილა. რატომ?! იმიტომ რომ: “პირველივე წუთიდანვე ვიცოდით, რომ სახელმწიფოს მხრიდან იქნებოდა რაიმე სახის კომპენსაცია და თანხას გადაგვიხდიდნენ.” ასეთია მისი პასუხი.

აღნიშნული მიდგომა შედარებულია ამერიკულ მიდგომებს, სადაც დასაქმებული პირები არ არიან დაცულები სახელმწიფოს მხრიდან.

“ამჟამად 543 ევროთი ვცხოვრობ, რომელსაც სახელმწიფო გვიხდის. რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი ხელფასის ნახევარი და არსებობს სირთულეები, მაგრამ თავი გამაქვს,” ამბობს კოსტაკოსი.

ირკვევა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფოს მხრიდან იხარჯება დიდ თანხები კრიზისულ პერიოდებში, მხოლოდ სრულიად სხვა მიმართულებით და არ მახვილდება ყურადღება უმუშევრად დარჩენილ ხალხზე. ევროპაში კი, პრიორიტეტია სამუშაო ადგილების დაცვა და გადარჩენა.

onalem

ტესტ