fbpx
საბერძნეთი

რა იკეტება და რა იქნება ღია – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ კარანტინის პირობებზე 7 ნოემბრიდან

როგორც უკვე ცნობილია, 7 ნოემბრის დილის 06:00 საათიდან მთელ საბერძნეთში კარანტინი ცხადდება, იკეტება დაწესებულებათა უმეტესობა და ეს ყველაფერი გასტანს 30 ნოემბრამდე.

გთავაზობთ ჩამონათვალს, რა როდის იკეტება და რა იმუშავებს მომდევნო სამი კვირის მანძილზე საბერძნეთში.

ღია იქნება:

სუპერმარკეტები, აფთიაქები, სურსათის მაღაზიები, საცხობები, ცხოველების საკვებისა და სხვ. მაღაზიები (პეტშოფები), დაწყებითი სკოლები (დიმოტიკო) საბავშვო ბაღები, კიოსკები, ვეტერინარული კლინიკები. ქუჩის ბაზრები იმუშავებს და მხოლოდ დახლების 50% იქნება ადგილზე. მათ შორის აუცილებლად უნდა იყოს 5 მეტრიანი დისტანცია. ღია იქნება ბენზინგასამართი სადგურებიც.

* სილამაზის სალონები იმუშავებენ შაბათ-კვირის ჩათვლით, ხოლო ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან დაიკეტებიან.

იკეტება:

ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების მაღაზიები. ასევე, ტექნიკის მაღაზიები (იმოქმედებს ონლაინ შეძენის სერვისი), ხალიჩების მაღაზიები, სპორტული დანამატების მაღაზიები, სავარჯიშო დარბაზები, კოსმეტიკის მაღაზიები, ესტეთიკის ცენტრები, მუზეუმები, ცეკვის სტუდიები, თეატრები, კინოები, ყვავილების მაღაზიები, სათამაშოების მაღაზიები, სკოლები (გიმნასიო და ლიკიო და გადადიან ონლაინ-სწავლებაზე), უნივერსიტეტებიც გადავლენ ონლაინ-სწავლებაზე. დაკეტილი იქნება მოსამზადებელი ცენტრებიც და ცხადია, კაფე-ბარები, რესტორნები და ტავერნები.

7 ნოემბრის დილის 06:00 საათიდან საბერძნეთის მასშტაბით გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ SMS გაგზავნის ან სამსახურიდან ცნობის ქონის შემთხვევაში.

*მშობლებმა, რომლებსაც მიჰყავთ ბავშვები სკოლებში, უნდა გააგზავნონ ციფრი 4 ნომერზე 13033.

1 – აფთიაქში წასვლა ან ექიმთან ვიზიტი.

2 – სუპერმარკეტსა და სურსათის სხვა მაღაზიებში წასვლა.

3 – ბანკსა და სხვა მომსახურების ცენტრებში წასვლა.

4 – ადამიანებისთვის საჭირო დახმარების აღმოსაჩენად წასვლა.

5 – სხვადასხვა ცერემონიებზე დასწერება (ნათლობა, ქორწილი, დაკრძალვა).

6 – ფიზიკური ვარჯიში და შინაური ცხოველის გასეირნება.

როგორ ვაგზავნით?!

ვწერთ ზემოთ ჩამოთვლილი ფიცრებიდან ერთ-ერთს (საჭიროებისდა შესაბამისად) შემდეგ ინტერვალი, შემდეგ ვწერთ სახელს (ინტერვალი), გვარს (ისევ ინტერვალი) და საცხოვრებელ მისამართს და ვაგზავნით ნომერზე 13033-ზე.

21:00 საათიდან გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ და მხოლოდ სამი მიზეზით:

  • სამსახური (საჭიროა ცნობა დამსაქმებლისგან).
  • შინაური ცხოველის გასეირნება. (SMS ციფრით 6).
  • ჯანმრთელობა (SMS ციფრით 1).

onalem

ტესტ