fbpx
კრიმინალი

თესალონიკის სანაპიროზე მამაკაცის ცხედარი თავისა და ფეხების გარეშე იპოვეს

თესალონიკში, კერძოდ, კალოხორი-ხალასტრას ტერიტორიაზე, მეთევზემ ადამიანის ცხედარი იპოვა.

როგორც ირკვევა, მამაკაცმა ცხედარი დღეს, დილის 11:00 საათზე იპოვა. მდგომარეობიდან გამომდინარე ჩანს, რომ გარდაცვლილი დიდი ხნის მანძილზე წყალში იყო, ყველაზე შემზარავი კი ის არის, რომ არ აქვს ფეხები და თავი.

მეთევზემ დაუყოვნებლივ შეატყობინა პოლიციას და მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, ექსპერტიზა ხვალ ჩატარდება.

პოლიცია აწარმოებს გამოძიებას, რათა დადგინდეს ვის ეკუთვნის ცხედარი და არის თუ არა ეს ყველაფერი დაკავშირებული ბოლო პერიოდში რომელიმე ადამიანის გაუჩინარებასთან.

 

onalem

ტესტ