fbpx
კრიმინალი

ომონია, ექსარხია, აკროპოლი – 18 ადამიანი 10 წლის მანძილზე ჩადენილი ძარცვებისთვის დააკავეს

საბერძნეთის პოლიციამ ათენის ცენტრში მოქმედი დანაშაულებრივი დაჯგუფების საქიმიანობას საბოლოოდ მოუღო ბოლო.  ყველაზე შოკისმომგვრელი ის არის, რომ მისი წევრები ბოლო 10 წლის მანძილზე მინიმუმ 200-ჯერ არიან დაპატიმრებულები, მაგრამ ციხეს თავს აღწევდნენ.

კერძოდ, დაკავებულია 18 ემიგრანტი, რომელთა ეროვნებაც არ კონკრეტდება. საერთო ჯამში კი საქმეში ჩართულია 38 პირი, რომელთაგან უმეტესობა უკვე საბერძნეთის ციხეებში ზის.

მათ ბრალად ედებათ ქუჩებში გამვლელების ძარცვა, მანქანების ძარცვა, იარაღის მუქარით, ძალის გამოყენებით ჩადენილი დანაშაულები და ა.შ.

ფიქსირდება მათ მიერ ბოლო 10 წლის მანძილზე მოპარული 65 მანქანა, 29 ქურდობა (ქუჩებში) და ხუთი შეიარაღებული ძარცვა. საერთო ჯამში მათ მიერ მოპოვებული თანხა და ძვირფასეულობის ღირებულება 180.000 ევროს აღწევს.

ისინი წლების მანძილზე იყენებდნენ ყალბ საბუთებს, მისამართებს და ტელეფონის რამდენიმე ნომერს, რათა მათი იდენტიფიცირება არ მომხდარიყო.

დანაშაულებრივი დაჯგუფება ძირითადად ომონიაზე, სინდაღმაზე, ექსარხიაში, ნეოს კოსმოსსა და კიდევ რამდენიმე ცენტრალურ ადგილას მოქმედებდა და ეს ყველაფერი 2010 წლიდან დაიწყო.

ამოღებულია 169 მობილური ტელეფონი, 16 დანა, 53 ელექტრონული პლანშეტი, 115 სიმ ბარათი, 1.790 ევრო, ორი ტელევიზორი და სამკაულები.

onalem

ტესტ