fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ბავშვებით ვაჭრობა საბერძნეთში – ქალებს ამისკენ უკიდურესი გაჭირვება უბიძგებთ

უკანასკნელი მონაცემებით, 2.500 ბავშვი მოხვდა სხვადასხვა დაწესებულებებში, რადგან ისინი საბერძნეთში გაყიდეს. როგორც ბერძნული მედია იუწყება, ბავშვებით ვაჭრობისკენ ბულგარელ ქალებს უკიდურესი გაჭირვება უბიძგებთ. სადავოა არის თუ არა ეს რეალური მიზეზი.

ბოლოს თესალონიკში 26 წლის ბულგარელმა გოგონამ იმშობიარა, რომელსაც სხვა პირებიც ახლდნენ თან, ასევე ბულგარეთის მოქალაქეები. მათ განაცხადეს, რომ გოგონას ნათესავები იყვნენ და ბავშვის წაყვანაში დაეხმარებოდნენ.

კიდევ ერთი ინციდენტისას, ბულგარელი ქალი ახლდა მშობიარე გოგონას, რომელმაც ექიმებს უთხრა, რომ ბავშვი მისთვის დაბადებისთანავე არ მიეცათ. სავარაუდოდ, მათ შეთანხმებაში რაღაც კარგად ვერ წავიდა.

საერთო ჯამში ბულგარელი ქალები მშობიარეებს 5.000 ევროს უხდიდნენ, ხოლო დამატებით 3.000 იმისთვის, რომ ყველანაირი ხარჯი დაეფარათ, მათი წასვლა-წამოსვლისა და ჰოსპიტალიზაციის. თავად კი თანხას, ცხადია, მათგან იღებდნენ, ვინც ბავშვს ყიდულობდა.

ისინი პოულობდნენ უშვილო წყვილებს და ბავშვებს 20.000 ევროდ ყიდდნენ. სწორედ ასე მოხდა 26 წლის გოგონას შემთხვევაშიც, რომელიც მათ ბულგარეთიდან ჩამოიყვანეს.

onalem

ტესტ