fbpx
ემიგრაციული სიახლეები

დაავადებული ქართველი ბავშვები ვარდენოიანის ჰოსპიტალ “ელპიდაში” იმკურნალებენ

2016 წლის 14 ივლისს, ქ. ათენში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, ერთი მხრივ, მარიანა ვარდინოიანის საქველმოქმედო ფონდსა და ამ ფონდის მფლობელობაში არსებულ, სიმსივნით დაავადებული ბავშვების ჰოსპიტალს „ელპიდას”, და მეორე მხრივ, საქართველოს სოლიდარობის ფონდსა და მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს შორის. მხარეებმა აიღეს ურთიერთვალდებულება ითანამშრომლონ არაერთი კონკრეტული მიმართულებით, მათ შორის, „ელპიდას” ჰოსპიტალებში უმკურნალონ იმ ონკოლოგიური დაავადების მქონე ქართველ ბავშვებს, რომელთა მკურნალობაც საქართველოში შეუძლებელია.

სასიამოვნოდ აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, მიმდინარე წლის 5 თებერვალს, კლინიკაში „ელპიდა“ მკურნალობა დაიწყო პირველმა ქართველმა არასრულწლოვანმა პაციენტმა, 17 წლის გოგონამ, რომელიც ძვლის სიმსივნის უმძიმესი ფორმით არის ავად. ქართველ პაციენტს უსასყიდლოდ ჩაუტარდება მესამე რიგის ქიმიოთერაპია და ძვლის ტვინის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია.