fbpx
სხვადასხვა

1 ივლისიდან სუპერმარკეტებში პარკები უფასო აღარ იქნება

საბერძნეთის სუპემარკეტები პოლიეთილენის პარკებს უფასოდ აღარ გასცემენ და მათი ფასი მომავალში 8 ცენტამდე იქნება.

ქვეყნის გადამამუშავებელი ორგანიზაციის (Ελληνικός Οργανισμός Ανακύκλωσης) პრეზიდენტმა, დიმიტრის პოლიტოპულოსმა განაცხადა, რომ 1 ივლისიდან სუპერმარკეტებში პარკების უფასოდ გაცემა შეწყდება.

ცვლილება შემუშავდა იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლიეთილენის პარკების გამოყენება შემცირდეს. თავდაპირველად ისინი 4 ცენტი ეღირება, ხოლო 2018 წლის 1 იანვრიდან ფასი გაორმაგდება.

პოლიტოპულოსის თქმით, კანონი დასამტკიცებლად უკვე გადაეგზავნა შესაბამის სამინისტროს.

პოლიეთილენის პარკებში გადახდილი თანხის ნაწილი გარემოს დაცვით აქტივობებს მოხმარდება, ხოლო ნაწილი კი მუნიციპალიტეტებს დაუბრუნდება, რომლებიც მომხმარებელს მრავალჯერადი მოხმარების პარკებით უზრუნველყოფენ.

onalem

ტესტ