fbpx
სხვადასხვა

“კერკინი” – მაგიური ტბა საბერძნეთში, რომელიც ერთხელ მაინც უნდა ნახოთ

“კერკინი”, ალბათ გსმენიათ ამ ტბის შესახებ, რომელიც შესაძლოა ხელოვნურია, მაგრამ მისი სილამაზე პირველივე წუთებიდან მოგაჯადოვებთ. ის 1932 წელს შეიქმნა, მდინარე სტრიმონაზე კაშხლის აშენების საშუალებით, რომლის მიზანიც ადგილობრივი მდინარის წყლების შენარჩუნება და ასევე სერესის დაბლობის მორწყვა იყო.

წლების მანძილზე ტბის გარეშემო ლანდშაფტი ისე ჩამოყალიბდა, რომ იქაურობა ჯადოსნურ გარემოდ იქცა. პეიზაჟს კიდევ უფრო ალამაზებს ბელესის მთა, იშვიათი სახეობის გარეული ფრინველები და კამეჩები, მცენარეები, მათ შორის შროშანა და ტბისპირა ტყეები.

ის, რაც აქ აუცილებლად უნდა გააკეთოთ, არის სპეციალური ნავით გასეირნება, რომელიც დაბალი წყლებისთვისაა განკუთვნილი. ეს გამოცდილება თქვენს გონებაში სამუდამოდ დარჩება.

 

 

onalem

ტესტ