fbpx
საბერძნეთი

“ოთხი ტოსტი სრულიად საკმარისია ოჯახის დასანაყრებლად” – დიალოგი ΣΚΑΙ-ზე, რომელმაც საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია

სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს წამყვანების დიალოგმა, რომელშიც აღნიშნეს, რომ იმ სიძვირის ფონზე, რაც ამ დროისთვის საბერძნეთში გვაქვს, ოთხი ტოსტი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ერთი ოჯახი დანაყრდეს.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, აკის პავლოპულომ გაიხსენა შეთხვევა, რომ სუპერმარკეტში ქალბატონმა ზუსტად ოთხი ტოსტის მასალა იყიდა და ამ ფაქტის ფონზე აღნიშნა, თუ როგორი სირთულეების წინაშე დგას ხალხი ინფლაციისა და სიძვირის ფონზე. მაგრამ საზოგადოების ქარცეცხლი გამოიწვია დიმიტრის იკონომუს პასუხმა, რომ “ოთხი ტოსტი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ერთი ოჯახი დანაყრდეს” და სულაც არ არის საჭირო 10 ნაჭერი აიღოს, რადგან ნახევარს მაინც გადაყრის.

“ადრე ასე აკეთებდნენ, იღებდნენ 10-15 ნაჭერს და ნახევარს ყრიდნენ, ახლა ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა,” უპასუხა იკონომუმ.

onalem

ტესტ