fbpx
ჯანმრთელობა

გარდაცვლილთა რიცხვმა იმატა – ნახეთ დღევანდელი მონაცემები საბერძნეთში

გუშინ საბერძნეთში კორონავირუსით არცერთი გარდაცვალება არ ფიქსირდებოდა, დღეს კი, სამწუხაროდ, ვირუსით 4 ადამიანი დაიღუპა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

საერთო ჯამში საბერძნეთში ვირუსით 179 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო რეანიმაციაში ამ დროისთვის მხოლოდ 12 პაციენტი რჩება.

106-მა ადამიანმა ვირუსის დამარცხება შეძლო და მართვითი სუნთვიდან მოხსნეს, შემდეგ კი სრულიად გამოჯანმრთელდნენ.

კორონავირუსზე ქვეყანაში სულ 182.423 ტესტია ჩატარებული.

onalem

ტესტ