fbpx
ჯანმრთელობა

27 ახალი შემთხვევა საბერძნეთში, 23 იმიგრანტთა ბანაკში – ინფიცირებულები არიან ბერძნულ გემზეც

სოტირის ციოდრასის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რამაც საერთო ჯამში დაავადებულთა რიცხვი 1442-მდე გაზარდა. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო საბოლოო შედეგებს ელოდება ბერძნული გემიდანაც, რომელიც კარანტინშია მოთავსებული.

საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან 91 მათგანი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი, ხოლო 9 პაციენტი რეანიმაციიდან გამოიყვანეს და მათი მგომარეობა უმჯობესდება.

საბერძნეთში კორონავირუსის გავრცელების დინამიკა ამ დრომდე სტაბილურია, გარდაცვლილია 53 ადამიანი.

23 შემთხვევა ფიქსირდება ასევე იმიგრანტების განცალკევებით მდებარე რიცონას ბანაკში.

onalem

ტესტ