fbpx
საბერძნეთი

“აპრილი გადამწყვეტი თვეა, თუ მოვდუნდებით, ძვირად დაგვიჯდება” – კირიაკოს მიცოტაკი

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ, პლენარული სხდომის მიმდინარეობისას კონკრეტული განცხადებები გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ეტაპზე იმყოფება საბერძნეთი კორონავირუსის პანდემიის ფონზე.

“ჩვენ არ ვართ დასასრულის დასაწყისში, არამედ დასაწყისის დასასრულში. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს საავადმყოფოების გადატვირთვა. აპრილის თვემ შესაძლოა გადაწყვიტოს ჩვენი მომავალი. თუ მოვდუნდებით და მოვეშვებით, ეს ძვირად დაგვიჯდება.

მთავრობის მიზანი ამ მომენტისთვის არის ის, რომ საბერძნეთის მოსახლეობა იყოს ჯანმრთელი და იდგეს ფეხზე, რათა შემდეგ შეძლოს იმ ყველაფრის თავიდან აშენება, რასაც კორონავირუსის პანდემია ანგრევს. რა თქმა უნდა, არ არსებობს არანაირი ეკონომიკა სიცოცხლის გარეშე, მაგრამ ეკონომიკის გარეშე ცხოვრების ხარისხი იქნება ძალიან დაბალი,” განაცხადა მიცოტაკიმ.

პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ 108.000 ექიმსა, ექთანსა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს გარკვეული დახმარება გადაეცემათ, პანდემიასთან პირველ ხაზზე ბრძოლისთვის.

 

onalem

ტესტ