fbpx
საბერძნეთი

ათენი: მამაკაცი ვაქცინის გასაკეთებლად მივიდა და Pfizer-ის ორი ამპულა მოიპარა

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ათენში, კერძოდ კი, პერისტერის ტერიტორიაზე მოხდა.

40 წლის მამაკაცი ვაქცინაციის ცენტრში ასაცრელად მივიდა და ირკვევა, რომ Pfizer-ის ორი ამპულა მოიპარა. როდესაც მისი ვაქცინაციის პროცესი დასრულდა, პერსონალმა შენიშნა, რომ ორი ამპულა აკლდა და მიხვდნენ, რომ სწორედ მან აიღო ისინი.

არსებული ცნობებით, მამაკაცს აღნიშნულზე პასუხი მაშინვე მოსთხოვეს და ვაქცინები უსიტყვოდ დააბრუნა უკან.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მამაკაცი ნარკოტიკების მომხმარებელია და პოლიციასთან პრობლემები წარსულშიც ჰქონია.

onalem

ტესტ