fbpx
ჯანმრთელობა

საბერძნეთის პარლამენტმა 50 სპეციალური საწოლის შესაძენად 8.000.000 ევრო გაიღო

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პარლამენტის დაფინანსებით ათენის საავადმყოფო, “სოტირია”, 50 სპეციალურ საწოლს მიიღებს, რომლებიც რეანიმაციული განყოფილებისთვის არის განკუთვნილი და იქ საჭიროების შემთხვევაში მძიმე პაციენტები მოთავსდებიან.

50 საწოლი საბერძნეთში 60 დღის ვადაში უნდა ჩამოვიდეს და ეს ყველაფერი პარლამენტს 8 მილიონი ევრო დაუჯდა.

საწოლებს ექნებათ ყველანაირი აღჭურვილობა, რომელიც უმაღლეს სტანდარდებს აკმაყოფილებს.

საბერძნეთის მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს გააძლიეროს ჯანდაცვის სისტემა და პანდემიის ფონზე არ განხორციელდეს სამედიცინო პერსონალზე დიდი ზეწოლა.

ამ დროისთვის საბერძნეთში ვირუსის გავრცელების დინამიკა სტაბილურია და ექიმები თავისუფლად ართმევენ თავს პაციენტების მოვლას. 9 უმძიმესი პაციენტი მართვითი სუნთქვის აპარატებიდან მოხსნეს და ისინი დამოუკიდებლად აგრძელებენ ვირუსთან ბრძოლას.

 

onalem

ტესტ