fbpx
კრიმინალი

ფრთხილად ნიღბების შეძენისას! საბერძნეთის პოლიციამ საეჭვო ხარისხის ნიღბების გამსაღებელი დაჯგუფება გაშიფრა

საბერძნეთის პოლიციამ საეჭვო წარმოშობისა და ხარისხის ნიღბების გამსაღებელი კრიმინალური დაჯგუფება გაშიფრა. სპეციალური ოპერაციის შედეგად, რომელიც 22 აპრილს დაიწყო, საბოლოოდ ოფიცრები ბევრ აღმოჩენამდე მივიდნენ.

კერძოდ, 22 აპრილს დაჯგუფება მესამე პირის საშუალებით დაუკავშირდა ერთ-ერთ კომპანიას, რომელსაც 201,900 ქირურგიული ნიღბის შეძენაზე შეუთანხმდა. მათი საერთო ღირებულება 620.640 ევრომდე იყო. მეორე დღეს საქონელი მიუტანეს, მაგრამ კრიმინალებმა თანხა არ გადაიხადეს.

ორი დღის შემდეგ, 24 აპრილს, პოლიციამ ატიკის რეგიონში დააკავა სატვირთოს მძღოლი, რომელსაც ნიღბები აღმოუჩინეს. ნიღბების გარკვეული რაოდენობა ამოიღეს მისი სახლის ჩხრეკის შედეგადაც.

შემდეგ უკვე 4 მაისს, ასპროპირგოსში პოლიციამ მიაგნო საწყობს, სადაც კომპანიის მოტყუების შედეგად მიღებული ნიღბების დანარჩენი რაოდენობაც იპოვეს.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. კრიმინალური ორგანიზაციის მფლობელობაში აღმოაჩინეს:

  • 1.110.423 ქირურგიული ნიღაბი, რომელიც საეჭვო წარმოშობისა და ხარისხისაა, ანუ არ არის ლიცენზირებული. მათი მოხმარება შესაძლოა საფრთხესაც კი შეიცავდეს.
  • 5.245 ევრო, ორი ფურგონი და 3 მანქანა.
  • 50.000 ყალბი ეტიკეტი, რომელსაც ყალბ საქონელს ამაგრებდნენ, რათა შემდგომ გაეყიდათ.
  • 3.000-მდე სხვადასხვა საქონელი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათვალეები, ცხადია, ყველა ყალბი ბრენდის.
  • პისტოლეტი.

საბერძნეთის პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნიღბები შეიძინონ აფთიაქებში ან დაამზადონ თავად. ნუ მიმართავენ საეჭვო ადგილებს მათ შესაძენად, შესაძლო დაბალი ფასის გამო.

onalem

ტესტ