fbpx
ჯანმრთელობა

“გარკვეული ზომები 1 წელზე მეტხანს შენარჩუნდება, მოსახლეობა ამას უნდა შეეჩვიოს” – ნიკოს სიფსასი

ინფექციონისტი და პროფესორი, ნიკოს სიფსასი აცხადებს, რომ მოსახლეობას გარკვეული ზომების ფარგლებში ცხოვრება 1 წელიწადზე მეტხანს მოუწევს. ის გულისხმობს, რომ ზომები შენარჩუნდება მანამდე, ვიდრე მსოფლიო მედიცინა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ აღმოაჩენს.

“მოსალოდნელია, რომ კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა მომავალ ზამთარს გვქონდეს. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ბევრად მსუბუქი, ვიდრე ამჟამინდელი გაზაფხულის იყო. ვიქნებით უკეთესად მომზადებულებიც და ვიმედოვნებ, რომ სახლებში ჩაკეტვა არ მოგვიწევს.

მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს იმას, რომ გარკვეული ზომები შენარჩუნდება 1 წელზე მეტხანს, ვიდრე ვაქცინას არ აღმოვაჩენთ.

ჩვენს ქვეყანაში ვირუსის გადადების მაჩვენებელი ძალიან დაბალია და ახლა გაუმჯობესებული ამინდი ხელს შეუშლის მის გავრცელებას. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ კორონავირუსი შეცდომებს არ გვაპატიებს.

ამჟამად საბერძნეთის მთავარი მიზანი ტურიზმის ამუშავებაა და ტურისტების მიღება საჰაერო გზით უნდა მოხდეს. ევროკავშირის მიერ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. კარგია გამომგზავრებამდე ტესტების ჩატარების იდეა, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ფინანსურად წამგებიანია – 1 მილიო ტესტი 1 მილიონი ტურისტისთვის.

ვფიქრობ, უნდა მოხდეს სავენტილაციო სისტემის ფილტრების გამოცვლა თვითმფრინავებში, რადგან ისინი არ იფრენენ მგზავრების ნახევარი რაოდენობით, არამედ ბორტი შევსებული იქნება. აეროპორტებში აუცილებელი უნდა იყოს ნიღბის ტარება.

რაც შეეხება სანაპიროებს, ყველაფერი ჩვევის თემაა. უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ არ შევქმნათ გადატვირთულობა. დავიცვათ დისტანცია 1.5 მეტრი მაინც სხვებისგან. გამოვიყენოთ ანტისეპტიკური საშუალება. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ვირუსით დაინფიცირება წყლიდან და ქვიშიდან არ ხდება, არამედ დაინფიცირდებით იმ შემთხვევაში თუ სხვა დაავადებულისგან არ დაიცავთ ამ მნიშვნელოვან დისტანციას,” განაცხადა სიფსასმა.

 

onalem

ტესტ