fbpx
ჯანმრთელობა

“მომდევნო დღეებში საბერძნეთში კორონა ვირუსის შემთხვევები გვექნება” – ციოდრასი

ცნობილი ბერძენი მეცნიერი და ინფექციური დაავადებების ასოცირებული პროფესორი, სოტირის ციოდრასი საკმაოდ თამამ განცხადებებს აკეთებს კორონა ვირუსთან დაკავშირებით.

მისი შეფასებებით, საბერძნეთში მომდენო რამდენიმე დღეში კორონა ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდება.

“ვირუსი მარტივად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანზე. საბერძნეთში ამ დრომდე არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მაგრამ ველით, რომ მომდევნო რამდენიმე დღეში ამ ვირუსთან გამკლავება მოგვიწევს. ეს ყველაფერი ემყარება ვირუსის გლობალურ გავრცელებას,” ამბობს ციოდრასი.

მისი რჩევაა, რომ მოსახლეობამ ძალიან ხშირად იბანოს ხელები საპნით, მინიმუმ 20 წამის მანძილზე. ასევე, გამოიყენონ ანტისეპტიკური საშუალებები და მაქსიმალურად მოვერიდოთ სახეზე შეხებას.

ვირუსის საფიქსირების შემთხვევაში აუცილებელია კარანტინი.

აღსანიშნავია, რომ EKAB-ის ჯგუფებმა და ორმა საჯარო საავადმყოფომ უკვე წამოიწყო გარკვეული ვარჯიშები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ექიმები ვირუსის მქონე პაციენტთან. ჩანს, რომ საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემა მზადყოფნას გამოთქვამს ეპიდემიასთან საბრძოლველად.

onalem

ტესტ