fbpx
საზოგადოება

ბერძენმა ექიმებმა მოხუცი ქალი ანალიზების ჩასაბარებლად 2022 წელს დაიბარეს

მოხუცის ქალიშვილი თვალებს არ უჯერებდა, როდესაც დანიშნული შეხვედრის თარიღი 2022 წელი ეწერა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ხანიის საავადმყოფოში მოხდა. ქალბატონს კოლონოსკოპიური კვლევა უნდა ჩაეტარებინა და ვიზიტის დასანიშნად იქ მისი შვილი მივიდა. როცა თარიღს დახედა, თავდაპირველად არ დააკვირდა, რომ 2022 წელი ეწერა და მიიჩნია, რომ 2020 წლის 3 თებერვალს უნდა მისულიყვნენ და დედას სწორედ ასე უთხრა.

თუმცა, როდესაც სახლში დაბრუნდა და ფურცელს კარგად ჩახედა, დაინახა, რომ შეხვედრა ზუსტად ორი წლის შემდეგ იყო დანიშნული. ცხადია, ეგონა, რომ ეს უბრალო შეცდომა იყო და საავადმყოფოში დარეკა, მაგრამ იქ დაუდასტურეს, რომ ვიზიტის თარიღი ნამდვილად 2022 წელი იყო.

როგორც ქალი ამბობს, ასე ხდება მაშინ, როდესაც ფულს არ იხდი და შენი ჯანმრთელობა ექიმებისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს.

onalem

ტესტ