fbpx
საზოგადოება

კორონავირუსი: წყვეტს თუ არა ათენის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას?!

ათენის საჯარო ტრანსპორტის ხელმძღვანელობა განმარტებებს აკეთებს მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ მეტრო, ტრამვაი, ავტობუსები და ტროლეიბუსები კორონავირუსის საფრთხის გამო მუშაობას წყვეტენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების წინაშე დიდი უპასიხისმგებლობა იქნება, რომ საჯარო ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩეროს. 

ამასთანავე, დიდი ყურადღება მიექცევა ჰიგიენის ნორმებს და თითოეული სამუშაო დღის დასრულების შემდეგ მოხდება ტრანსპორტის ყველა სახეობის დეზინფექცია.

ავტობუსებში, ტროლეიბუსებსა და მეტროში გამოკრულია მითითებები, რომ მოსახლეობამ თავადაც უნდა დაცვას პირადი ჰიგიენა, ეს ეხება ხელების დაბანას, სიმპტომების შემთხვევაში ექიმთან მისვლას და კარანტინის პირობებს.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 66 ადამიანია.

 

onalem

ტესტ