fbpx
პოლიტიკა

“საბერძნეთი მოითხოვს მარიუპოლში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას” – ნიკოს დენდიას

ნიკოს დენდია ევროპელ დიპლომატთა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია, უკრაინის მხარდაჭერის კუთხით. ის არა მხოლოდ სიტყვიერ სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს, ფიზიკურად და პრაქტიკულადაც ახორციელებს ყველა თავის სიტყვას, რომელსაც ამ ხალხს და უკრაინაში მცხოვრებ ბერძნულ საზოგადოებას ეუბნება.

დენდიას განცხადებით, საბერძნეთი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში მოითხოვს მარიუპოლში რუსების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებას.

“საბერძნეთს განსაკუთრებული ინტერესი აქვს მარიუპოლის მიმართ, ვინაიდან იქ ბერძნული წარმოშობის 100.000-სზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. გარდა ამისა, მე ვთხოვ ჩემს მოკავშირეებს ალიანსში, რომ ყველაფერი გააკეთონ უკრაინის დასახმარებლად და ოდესის დასაცავად, რათა ოდესამაც მარიუპოლის ბედი არ გაიზიაროს,” აცხადებს მინისტრი ბრიუსელიდან.

 

onalem

ტესტ