fbpx
პოლიტიკა

“რუსეთს აქვს გეგმა B, ევროკავშირს კი, არა! ევროპა მთლიანად გაურკვევლობაშია” – ალექსის ციპრას

ΣΥΡΙΖΑ-ს ლიდერმა, ალექსის ციპრამ, ირაკლიოში ყოფნისას, ადგილობრივ ტელეკომპანიასთან უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე, ევროკავშირისა და რუსეთის პოზიციებზე ისაუბრა.

ციპრას განმარტებით, საერთაშორისო განვითარების პერსპექტივები უკიდურესად შემაშფოთებელია და ყოფილი პრემიერი ფიქრობს, რომ ევროპა მოუმზადებელია ამ ყველაფერთან მიმართებაში.

“რუსეთი უკრაინაში შეჭრით არღვევს საერთაშორისო სამართალს, ჩვენ გვაქვს ჰიმანიტარული დრამა, რომელმაც მილიონობით ადამიანი ლტოლვილად აქცია, მსხვერპლი კი, მშვიდობიანი ადამიანები არიან. მეორეს მხრივ, გვაქვს ევროპა, რომელიც არა მხოლოდ უხერხულ და მოუმზადებელ მდგომარეობაშია, არამედ ეშინია, რომ არ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა, მოვლენების ასეთი განვითარების თავიდან ასაცილებლად.

ამ ომს ექნება უზარმაზარი ნეგატიური ეკონომიკური შედეგები მთელ ევროპაში და შესაბამისად, საბერძნეთშიც. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, შეჭრის დასასრულებლად. უნდა მოხდეს მდგომარეობის დარეგულირება, რომელიც დაასრულებს ომს უკრაინაში.

ევროპის მომავალი არ შეიძლება იყოს ცივი ომი, იარაღები, სანქციები და ეკონომიკური კონფლიქტი. რუსეთი და პრეზიდენტი პუტინი არიან იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც არ ითვალისწინებენ საერთაშორისო სამართალს და აქედან გამომდინარე, საერთაშორისო საზოგადოების თვალში ის უკვე დამარცხებულია.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, რუსეთს აქვს გეგმა B, ეკონომიკური თვალსაზრისით, მას აქვს ჩინეთის, ინდოეთის და აზიის დიდი ბაზრები. ევროპას კი, არ აქვს სხვა გეგმა და ეს ახლა ყველაზე დიდი პრობლემაა, რომლის წინაშეც ვდგავართ. აშკარაა, რომ ევროკავშირს აქვს სტრატეგიის ნაკლებობა და უკრაინაში ომის გაგრძელება ჩვენ არც ეკონომიკურ და არც გეოპოლიტიკურ სარგებელს არ მოგვიტანს. წარსულში დაშვებულია უზარმაზარი შეცდომები,” აცხადებს ციპრა.

onalem

ტესტ