fbpx
ემიგრაციული სიახლეები

კუზანოვები ათენს 16, 17 და 18 ივლისს ეწვევიან, რათა ჩაატარონ პლასტიკური ოპერაციები

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმი უმაღლეს დონეზეა განვითარებული და
ყოველწლიურად ამ მიზნით ათასობით ტურისტი სტუმრობს. სამედიცინო ტურიზმის
განვითარებას პერსპექტივა, რა თქმა უნდა საქართველოშიც დიდია და რატომაც არა!? ასე
ფიქრობს, „ კუზანოვის კლინიკის „ ახალგაზრდა დირექტორი ავთანდილ ტუღუში.

დღევანდელი სამყარო გახსნილია, როგორც გამოწვევების ასევე წარმატებების გაზიარებაში
და ამ გაზიარების წარმატებული, მაგალითი,შეიძლება იყოს „კუზანოვის კლინიკია’.
„კუზანოვის კლინიკია“ კი ერთერთი მოწინავე კლინიკაა, რომლის სულის ჩამდგმელი და
დამუძნებელია, მსოფლიოში სახელგანთქმული პროფესორი, ბატონი ივა კუზანოვი,
რომელიც პლასტიკურ და რეკონსტრუქციული ქირურგიაში წარატებულ ოპერაციებს
ახორციელებს, არა მხოლდ საქართველოში. სწორეთ „კუზანოვის კლინიკით“ დაიწყო
სამედიცინო ტურიზმის საფუძვლის ჩაყრა და სწორედ ავთანდილ ტუღუშის დამსახურება
კლინიკის სერვისების გატანა საერთაშორისო დონეზე, იგი ფიქრობს, რომ საქართველოს
დიდი პოტენციალი აქვს და შეუძლია ჩამოყალიბდეს პლასტიკური ქირურგიის ერთგვარ
ჰაბად.

ბევრი ფიქრის და ანალიზის შემდეგ, კლინიკის ახალგაზრდა მენეჯერმა, სამიზნედ,
სწორედ ისეთი ქვეყნები აირჩია, სადაც ბევრი სმენიათ საქართველოს შესახებ და მრავლად
ცხოვრობს ქართველი ემიგრანტები, არის უვიზო მიმოსვლა და გვაქვს პირდაპირი ფრენები.
ვინაიდან ავთანდილ ტუღუში პლასტიკური ქირურგიის სფეროს წარმომადგენელია, მან
სამიზნე ქვეყნები ორ ნაწილად დაჰყო:
1. ქვეყნები, სადაც პლასტიკური ქირურგია ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული, თუმცა ფასები საქართველოსთან შედარებით ძალიან მაღალია და
2. ქვეყნები, სადაც ეს დარგი არც ისე კარგადაა განვითარებული.

პირველი ქვეყანა, სადაც პლასტიკური ქირურგიის პოპულარიზაცია გადაწყდა, ისრაელი იყო.
გარემოცვა, ძირითადად სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი და არ სჯეროდათ, რომ
ისრაელიდან პლასტიკური ქირურგიის პაციენტების ჩამოსვლა რეალური შეიძლებოდა.

ავთანდილ ტუღუშის დაჟინებული ძალისხმევით, პირველი პრეზენტაცია ისრაელის ქალაქ
აშდოთში ჩატარდა, სადაც მოსახლეობის დიდ ნაწილს საქართველოდან წასული ებრაელები
წარმოადგენენ. პოტენციური პაციენტები, სოციალური ქსელების საშუალებით მოიწვიეს
პრეზენტაციაზე, გაცნეს პლასტიკურ რეკონსტრუქციული ქირურგისიის მიღწევები.
დაგეგმეს უფასო კონსულტაციები და ასე დაიწყო პირველი ნაბიჯები.

ბაზრის კვლევის შედეგად ცნობილი იყო, რომ პლასტიკური ქირურგიის ფასები ისრაელში
გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში, ავთანდილმა დაარწმუნა აუდიტორია რომ
გაცილებით ნაკლებ ფასად, მიიღებდნენ არანაკლები ხარისხის მომსახურებას და შედეგს.
ისრაელის მოქალაქეებისთვის მომხიბვლელი აღმოჩნდა, ისრაელში ოპერაციის გაკეთების
ღირებულებაზე ნაკლებ თანხად მათ შეეძლოთ გაეკეთებინათ პლასტიკური ოპერაცია
საქართველოში და პარალელურად დაესვენათ და დამტკბარიყვნენ საქართველოს
ღირსშესანიშნაობებით. შეეძინათ ავიაბილეთები, დაეჯავშნათ სასტუმროები და
გაეტარებინათ რამდენიმე დღე საქართველოში. სკეპტიკოსების გასაკვირად პროექტმა
გაამართლა. ამ ეტაპზე ყოველთვიურად კუზანოვის კლინიკას ისრაელიდან 15-დან 30-მდე
პაციენტი სტუმრობს. ზრდა შესამჩნევია.

მეორე ქვეყანა, უკვე საბერძნეთი გახდა, სადაც ასევე მრავლად ცხოვრობენ ქართველები და
ამავდროულად, პლასტიკური ქირურგია ნაკლებადაა განვითარებული. პირველი სურვილი

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი პაციენტისგან წამოვიდა, მათ სურვილი გამოთქვეს
ოპერაციები საბერძნეთში ჩაეტარებინათ. ავთანდილ ტუღუშმა დაგეგმა და
განახორციელა მოლაპარაკებები საბერძნეთის კლინიკასთან, სადაც ოპერაციებს დღემდე
წარმატებით ატარებენ კუზანოვის კლინიკის ექიმები. საბერძნეთშიც ჩატარებული
კონსულტაციების, შედეგადაც პაციენტებს შეეძლოთ, თავად აერჩიათ საბერძნეთში
ჩაიტარებდნენ ოპერაციას თუ ესტუმრებოდნენ საქართველოს. პროექტი დღემდე
წარმატებით ხორციელდება.

მსგავსი აქტივობებია, ასევე ყაზახეთსა და ბელორუსში.

ზემოთ აღნიშნული ისტორია წარმატებული და სწორი მენეჯმენტის შედეგია. ძალიან
სასიხარულოა, რომ ამ პროექტების საშუალებით იზრდება საქართველს ცნობადობა,
ყალიბდება საქართველოს, როგორც განვითარებული პლასტიკური ქირურგიის მქონე
ქვეყნის იმიჯი, შედეგად იზრდება ტურისტების. ბიზნესის მხრივ კი, განსაკუთრებით
პანდემიის და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ჟამს, ბაზრების დივერსიფიცირება
ნამდვილად ჭკვიანური და საჭირო პროცესია, ბიზნესის წარმატებული განვითარებისთვის.

აქვე გვსურს გაცნობოთ, რომ 16, 17, 18 ივლისს კუზანოვები ჩაატარებენ კონსულტაციებს და ოპერაციებს ქალაქ ათენში. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით კუზანოვების წარმომადგენელს საბერძნეთში. ტელ: 695 1037544, 699 6912910