fbpx
საბერძნეთი

დღეს ღამით საბერძნეთში ზაფხულის დროზე გადავალთ – ნახეთ დეტალები

ზამთრის დროდან ზაფხულის დროზე გადასასვლელად საბერძნეთში საათები 2021 წელსაც უნდა გადავწიოთ. ტრადიციულად, ეს მოხდება მარტის თვის ბოლო კვირას, ღამის 03:00 საათზე.

ამრიგად, 28 მარტს, საათებს საბერძნეთში 1 საათით წინ გადავწევთ. ტელეფონებსა და კომპიუტერებში დრო ავტომატურად შეიცვლება, ხოლო დასადგამ და მაჯის საათებზე, მათი შეცვლა არ უნდა დაგვავიწყდეს.

ევროპარლამენტის ინფორმაციით, დროის ცვლილების ვალდებულება სწორედ 2021 წლის მარტში უნდა მოიხსნას და ეს ეხება ევროკავშირის იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ მუდმივად ზაფხულის დროის შენარჩუნება.

onalem

ტესტ