fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში 6.500 ექიმი უარს ამბობს აცრაზე – მთავრობა ადგილების შევსების გეგმაზე მსჯელობს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება მედიკოსებისთვის სავალდებულო გახდა, სამუშაო პოზიცია 6.500-მა ექიმმა დატოვა, ხოლო 1.500 დაბრუნდა კოვიდით დაავადების ცნობის მეშვეობით.

ამ დროისთვის სერიოზულ პრობლემად რჩება ცარიელი ადგილები საავადმყოფოებში და პერსონალის დეფიციტი, ვინაიდან ჯანდაცვის სისტემაზე ერთგვარი ზეწოლა ხორციელდება და ექიმების საჭიროების საკითხი დგას.

მთავრობა განიხილავს გეგმას, რომლის მიხედვითაც შესაძლოა 3 თვიანი კონტრაქტები 8 თვიან კონტრაქტებად იქცეს, ხოლო 31 მარტიდან ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მათთვისაც, ვინც სამსახურში კოვიდით დაავადების დამადასტურებელი ცნობით დაბრუნდა.

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ არ გამორიცხა, რომ კერძო ექიმებს ათენშიც დაუწესდეთ მუშაობის ვალდებულება. ეს ნიშნავს, რომ ისინი, ვისაც აქვთ კერძო ოფისები, ვალდებულნი იქნებიან შეავსონ ცარიელი ადგილები საჯარო ჯანდაცვის სისტემაში.

onalem

ტესტ