fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 11 წლის გოგონამ სკოლაში სამზარეულოს დანა მიიტანა და თქვა, რომ მარშის მონაწილეთა დახოცვას აპირებდა

შემთხვევამ, რომელიც დასავლეთ ატიკის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში მოხდა, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის დიდი შეშფოთება გამოიწვია. საუბარია 11 წლის გოგონაზე, რომელმაც 28 ოქტომბრის აღლუმამდე ორი დღით ადრე სკოლაში სამზარეულოს დანა მიიტანა.

ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მისმა თანაკლასელმა ბიჭმა მასწავლებელს უთხრა და შესაბამისად, გოგონას ჩანთა შეუმოწმეს. მასწავლებელმა მის ჩანთაში მართლაც იპოვა სამზარეულოს საკმაოდ ბასრი დანა.

აღმოჩნდა, რომ გოგონას კლასში ნათქვამი ჰქონდა, რომ 28 ოქტომბრის აღლუმის მონაწილეთა დახოცვა უნდოდა. სკოლაში დაუყოვნებლივ გამოიძახეს ბავშვთა ფსიქოლოგი და მისი მშობლები.

გოგონას დედა ამტკიცებს, რომ ეს საუბარი თანაკლესელებს შორის მხოლოდ ხუმრობის დონეზე შედგა და გამორიცხულია მის შვილს მსგავსი განზრახვა სერიოზულად ჰქონოდა.

onalem

ტესტ