fbpx
საბერძნეთი

“AstraZeneca-ს ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა” – იტალიაში, საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ამ წამლით ვაქცინაცია აღდგა

ევროპის ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით აცხადებენ, რომ AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინით აცრები აღდგა და ჩვეულ რეჟიმში წარიმართება.

ევროპის ფარმაცევტული სააგენტო (EMA) ხაზგასმით აცხადებს, რომ აღნიშნული ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია და მისი სარგებელი მნიშვნელოვნად აჭარბებს პოტენციურ რისკებს.

აღნიშნული განცხადების შემდეგ კვიროსმა, იტალიამ, საფრანგეთმა, ლიტვამ, ლიეტუვამ განაცხადეს, რომ ხვალიდან აღნიშნული ვაქცინით აცრები ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინის კავშირი თრომბოზთან არ დასტურდება, თუმცა, როგორც EMA აცხადებს, კვლევის საბოლოო შედეგები შემდეგ კვირას გამოქვეყნდება.

 

onalem

ტესტ