fbpx
საზოგადოება

სიკვდილს ბევრი ებრძოლა, მაგრამ ვერ დაამარცხა – 2 წლის ზახარია გარდაიცვალა

2 წლის ბიჭი, რომლის ამბავმაც მთელი საბერძნეთი შეძრა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. პატარა ზახარია, რომელიც წყლის კასრში ჩავარდა და გარდაცვლილად გამოცხადებიდან სამ საათში სასიცოცხლო ნიშნები დაეტყო, სიკვდილს რეანიმაციულ განყოფილებაში ებრძოდა, მაგრამ ვერ დაამარცხა.

ბავშვის დაკრძალვა 16:00 საათზე გაიმართება და როგორც ირკვევა, ვიდრე დაკრძალავენ, მისი უმცროსი და მონათლეს, რომელიც სულ რამდენიმე თვის არის. ეს არის კრეტული ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, არცერთ ოჯახს არ სურს, რომ ოჯახის რომელიმე წევრი იყოს მოუნათლავი, როდესაც ვინმე დაეღუპებათ. მონათვლა აუცილებლად უნდა მოხდეს გარდაცვლილის დაკრძალვამდე.

onalem

ტესტ