fbpx
საზოგადოება

ზუსტად როგორ მოხდა ავარია – 23 წლის იასონას მოტოციკლისა და დორა ბაკოიანის დაცვის მანქანის შეჯახების ამსახველი კადრები

ბერძნულმა მედიამ გაავრცელა კადრები, თუ როგორ მოხდა საზარელი ავარია საბერძნეთის პარლამენტთან, რომელსაც 23 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვიდეოში ჩანს, რომ დორა ბაკოიანის დაცვის მანქანას იასონას მოცოტიკლი ეჯახება მაშინ, როდესაც პარლამენტისკენ შეხვევას ცდილობს.

ირკვევა, რომ ტაქსის მძღოლმა, რომელიც დაცვის მანქანის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა, შეანელა, რათა მისთვის გზა დაეთმო და პარლამენტის ეზოში შესულიყო, თუმცა, იასონამ ეს არ გააკეთა. დიდი სისწრაფით მოძრაობდა და ტაქსსა და დაცვის მანქანას შორის გავლა სცადა, თუმცა, სამწუხაროდ, დაეჯახა და ვინაიდან შლემი არ ეკეთა, მძიმედ დაშავდა.

აღსანიშნავია, რომ დაცვის მანქანის მხრიდან ამ გზით შეხვევა, პარლამენტის შენობისკენ, დაუშვებელია.

ნახეთ ვიდეო:

onalem

ტესტ