fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მოხუცმა ქალბატონმა თაღლითებს აივნიდან 10.000 ევრო გადაუგდო

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კლასიკური თაღლითობის მორიგი მსხვერპლი ტრიკალელი ქალბატონი გახდა, რომელმაც სრულიად უცნობ ადამიანებს სახლის აივნიდან 10.000 ევრო ჩაუგდო.

რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, მოხუცმა მთელი თავისი დანაზოგი აიღო და თანხა აივნიდან გადაყარა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

ირკვევა, რომ მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრი ავტოავარიაში მოჰყვა. აქედან გამომდინარე, ითხოვდნენ 10.000 ევროს, რომ ყველაფერი მოეგვარებინათ, მის ჯანმრთელობაზეც ეზრუნათ და ავარიით გამოწვეული სხვა პრობლემები გადაეჭრათ. ცხადია, ისიც უთხრეს, რომ მალე მისი სახლის აივანთან იქნებოდნენ და თანხა იქიდან უნდა გადაეგდო. არსებული ცნობებით, ქალი რამდენიმე წუთში თანხით ხელში გაჩნდა აივანზე, გადააგდო, თაღლითებმა აიღეს და რამდენიმე წამში მიიმალნენ.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, პოლიცია კი, მოსახლეობისგან სიფრთხილის გამოჩენას ითხოვს.

onalem

ტესტ